სომხეთის სოფელ ლიჩკში მხოლოდ ქალები, ბავშვები და მოხუცები ცხოვრობენ. კაცები ცხრა თვით რუსეთში მიდიან სამუშაოდ. ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან სოფელში მცხოვრები ქალები ლოდინს, მარტოობასა და ქმრისგან შორს ყოფნას? რეჟისორი ფილმში მათ ინტიმურ გარემოსა და ცხოვრებას ასახავს, ხდება მათი რწმუნებული და იზიარებს მათ იმედგაცრუებას, სიხარულსა და სურვილებს.