ოჯახური ურთიერთობები

ჰოლანდია 2015 110 წუთი
  • რეჟისორი: ტომ ფასარტი
  • ოპერატორი: ტომ ფასარტი
  • მონტაჟი: კლაუდიო ჰუგისი
  • საპროდიუსერო კომპანია: ვუტ კოლინი (Conijn Film)
  • თანაწარმოება: Danish Documentary, Clin d'Oeil films, Danish Documentary Production
  • კინოჩვენების პლატფორმა: CinéDOC-Tbilisi-ს საუკეთესო ფილმები - DAFilms
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-23

ტომ ფასარტი, 30-ე დაბადების დღეზე იღებს იდუმალ მოსაწვევს, 95 წლის ბებია მარიანესგან, რომელიც მას სამხრეთ აფრიკაში, თავისთან ეპატიჟება. იმ დროისათვის, მან ბებიაზე მხოლოდ მამის მიერ მოყოლილი მითები და ნეგატიური ისტორიები იცის.

ის იყო „საბედისწერო ქალი”, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა უამრავ მამაკაცთან, იყო ცნობილი მოდელი 1950-იან წლებში და დედა, რომელმაც თავისი 2 ვაჟი ბავშვთა სახლში ჩააბარა. ფასარტი გადაწყვეტს, მიიღოს მიპატიჟება. ბებიამისის მოულოდნელი აღიარების შემდეგ კი, მისი მოგზაურობა ხდება იმაზე ბევრად რთული, ვიდრე წარმოიდგენდა.