დაბრუნდი თავისუფალი

ესტონეთი 2016 51 წუთი
  • რეჟისორი: ქსენია ოხაპკინა
  • პროდიუსერი: რიო ვასტრიკი (Vesilind OU)
  • ოპერატორი: ვიტალი აფანასიევი, მაკსიმ დროზდოვი
  • მონტაჟი: მირიამ იეგოროვი, ქსენია ოხაპკინა
  • მუსიკა: რობერტ იურიენდალი
  • კინოჩვენების პლატფორმა: CinéDOC-Tbilisi-ს საუკეთესო ფილმები - DAFilms
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-23

რუსეთთან ომი ოფიციალურად დამთავრდა, მაგრამ ჩეჩნეთში საომარი მოქმედებები გრძელდება და ძალადობის აჩრდილი არასდროს ტოვებს აქაურობას. ჩეჩნების აზრით, იმისთვის, რომ გადარჩე, ბრძოლისთვის მუდამ მზად უნდა იყო. რუსი რეჟისორი, ქსენია ოხაპკინა, აჩვენებს ომის გავლენას ჩეჩნეთის მთებში მდებარე სოფელზე, სადაც სასაფლაო მუდმივი შეხსენებაა იმ დანაკარგის, რაც თემმა განიცადა.

ბევრმა მგლოვიარე ქალმა ქმრები და შვილები დაკარგა ომში, მაგრამ ისინი სასოწარკვეთას გლოვის ცეკვითა და დარდის სიმღერით უმკლავდებიან. ფილმი აღწერს სოფლის ცხოვრებას: მუსულმანური რიტუალებით დაწყებული, ტრადიციულ ქორწილში ბავშვების თამაშითა და ცეკვით დამთავრებული.