ნორმალური აუტისტური ფილმი

ჩეხეთი 2016 88 წუთი
  • რეჟისორი: მიროსლავ იანეკი
  • პროდიუსერი: იან მაკოლა
  • ოპერატორი: მიროსლავ იანეკი
  • მონტაჟი: ტონიკა იანკოვა
  • ხმა: დანიელ ნემეცი, მატეი ნემეცი
  • კინოჩვენების პლატფორმა: CinéDOC-Tbilisi-ს საუკეთესო ფილმები - DAFilms
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-23

პირდაპირ და გონიერ ლუკას, იუმორის გამორჩეული გრძნობა აქვს, მას უყვარს ფილმები და სცენარებს წერს. ვირტუოზ დენის შეუძლია რთული კლასიკური ნაწარმოების შესრულება, ის ასევე წარმოუდგენლად ინტელექტუალი და ნაკითხია. მას იმდენად უყვარს პატარა პრინცი, რომ ხშირად ხელახლა კითხულობს.

Მაიდას რეპი მოსწონს და ამის არ რცხვენია; მისი გაბედული ტექსტები ზედმიწევნით აღწერს სამყაროს. მარიამკას გრძელი ისტორიების ინგლისურად მოყოლა შეუძლია, მაშინ, როცა მისი დაუღალავი ძმა აჰმედი საოცრად მეგობრულია. ხუთი შესანიშნავი ბავშვი, რომელთაც საზოგადოებამ თანმიმდევრულად „აუტისტის“ იარლიყი მიაკერა.

გამორჩეული ჩეხი რეჟისორი, უნიკალური საავტორო ხედვით მოგვიწოდებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევწყვიტოთ აუტიზმის, როგორც სამედიცინო დიაგნოზის აღქმა და შევეცადოთ აღვიქვათ ის, როგორც აზროვნების საოცარი გზა, რომლის გაშიფრვაც ხშირ შემთხვევაში რთულია. ვინ განსაზღვრავს რა არის ნორმალური - მუდმივ ქაოსში ცხოვრება და თანამედროვე ცხოვრების აბსურდულობის უგულებელყოფა, თუ სამყაროში წესრიგის, მშვიდობისა და სიმშვიდის დაუოკებელი ძიება?