თითქმის მშვენიერი ცხოვრება

ბულგარეთი 2013 80 წუთი
  • რეჟისორი: სვეტოსლავ დრაგანოვი
  • პროდიუსერი: სვეტოსლავ დრაგანოვი (Cineaste Maudit)
  • აღმასრულებელი პროდიუსერი: პოლ პოველსი (Congoo)
  • ოპერატორი: ვესელინ ჰრისტოვი
  • მონტაჟი: ზორნიკა ბლიანგოვა
  • ხმა: ივან ანდრეევი
  • მუსიკა: ბორის ჩანგაროვი
  • კინოჩვენების პლატფორმა: CinéDOC-Tbilisi-ს საუკეთესო ფილმები - DAFilms
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-23

ალექსანდრე გამორჩეულ ვარცხნილობას ატრებს და მაკიაჟის ხელოვნებაც ესმის, სცენაზე გასვლის წინ მოუთმენლად ელის როდის გამოაცხადებენ. ალექსანდრე პარიკმახერია. ბობი ქალაქიდან მოშორებით, სიმწვანეში ცხოვრობს, გრძელი სამოსი აცვია და მოგრძო წვერი აქვს; ბობი მონასტერში მსახურობს.

ჯეიმსს ჭრელი პერანგი აცვია და ურმით შეშა დააქვს, ქასთინგზეც ცდის ბედს, საღამოობით კი სვამს და გოგოებს ურეკავს… ამ სამ განსხვავებულ ადამიანს ერთი რამ აქვთ საერთო, ისინი ერთი დედის, ლილის შვილები არიან.

დედის გარდაცვალების შემდეგ ძმებმა ერთმანეთისგან განსხვავებული გზა აირჩიეს, თუმცა ყოველი მათგანი ცდილობს საკუთარი თავის პოვნასა და დამკვიდრებას, ყოველი მათგანი ებრძვის მარტოობას, არც ერთს არ ტოვებს იმედი, რომ ბედნიერება არც ისე შორსაა.