მამაჩემი დედაჩემის ძმაა

უკრაინა 2018 76 წუთი
  • რეჟისორი: ვადიმ ილკოვი
  • პროდიუსერი: ვალენტინ ვასიანოვიჩი, ილია მისლისტკა, მაკსიმ ვასიანოვიჩი
  • ოპერატორი: ვადიმ ილკოვი
  • მონტაჟი: ვადიმ ილკოვი
  • ხმის დიზაინი: ბორის პიტერი, ანდრი როჰაჩოვი
  • კინოჩვენების პლატფორმა: CinéDOC-Tbilisi-ს საუკეთესო ფილმები - DAFilms
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-23

ამ გულისამაჩუყებელ ოჯახურ ამბავში ბოჰემური მომღერალი და ხელოვანი 5 წლის დისშვილის მამა ხდება, მას შემდეგ რაც მისი დის ფსიქიკური ჯანმრთელობა უარესდება. ფილმის გმირი ცდილობს, რომ ხმაურიან ღამის ცხოვრებას, პროვოკაციულ ხელოვნებასა და ზღაპრებს შორის ერთგვარი ბალანსი იპოვოს.