ძმები

პოლონეთი 2015 70 წუთი
  • რეჟისორი: ვოიჩიეჩ სტარონი
  • პროდიუსერი: მალგორჟატა სტარონი
  • ოპერატორი: ვოიჩიეჩ სტარონი
  • მონტაჟი: ზბიგნევ ოსინსკი, ვოიჩიეჩ სტარონი
  • სცენარი: ვოიჩიეჩ სტარონი
  • კინოჩვენების პლატფორმა: CinéDOC-Tbilisi-ს საუკეთესო ფილმები - DAFilms
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-23

80-წლიანი გადასახლების შემდეგ, ორი ძმა ყაზახეთიდან პოლონეთში ბრუნდება. მათი მიზანია ახალ სამყაროში ადგილის დამკვიდრება. განსხვავებული ხასიათის გამო, ხშირად დაბრკოლებებს აწყდებიან. ერთი მათგანი მეოცნებე მხატვარია, მეორე კი პრაგმატული ინჟინერი.

ისინი ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეუძლიათ. მათ სურთ თავიდან აიწყონ ცხოვრება, მას შემდეგ, რაც ბედისწერა განსაცდელს მოუვლენს, სახლი დაეწვებათ რამდენიმე ათას ნახატთან ერთად. აგრეთვე, ერთ-ერთ ძმას მეორეს მოხუცებულთა თავშესაფარში ჩაბარება მოუწევს. ბრძოლა დროის წინააღმდეგ ახლა იწყება. ეყოფათ კი მათ სისწრაფე?