უმზეო ჩრდილები

ირანი, ნორვეგია 2019 74 წუთი
  • რეჟისორი: მეჰრდად ოსკუეი
  • პროდიუსერი: მეჰრდად ოსკუეი
  • ოპერატორი: მეჰდი აზადი
  • მონტაჟი: ამირ ადიბპარვარი
  • ხმის დიზაინი: მაჰმუდ ხორსანდი
  • მუსიკა: აფშინ აზიზი
  • წარმოების მენეჯერი: ვაჰიდ ჰაჯილოი
  • კინოჩვენების პლატფორმა: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-16
  • კინოჩვენების დრო: 22:50

ირანის არასრულწლოვანთა კოლონიაში სასჯელს ახალგაზრდა გოგონები იხდიან, მამის, ქმრის თუ სხვა კაცი ოჯახის წევრის მკვლელობებისათვის. კინორეჟისორ მეჰრდად ოსკუეიმ შეძლო დაკავებულ პირებთან ახლო ურთიერთობის დამყარება. იგი აკვირდებოდა ამ ადამიანების გულწრფელ საუბრებსა და ურთიერთობებს. ფილმში გმირები თანდათან ამხელენ თავიანთი საზარელი ქმედების მიზეზებს და შედეგებზეც საუბრობენ.

მეჰრდადი ზოგჯერ გოგონებს კამერასთან მარტო ტოვებს, რომლის მეშვეობითაც ისინი თავიანთ მსხვერპლებსა და თანამზრახველებს მიმართავენ. დაკავებულთა შორის სამი გოგოა, რომლებმაც მამები დედების დახმარებით მოკლეს, დედები კი განაჩენის აღსრულებას სხვაგან ელოდებიან.