სიპა ლაბახუა საბჭოთა საქართველოში, აფხაზეთში გაიზარდა, ხოლო ომის დროს, ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა. წლების შემდეგ ომგამოვლილ სამშობლოში მარიონეტითა და ავტობიოგრაფიული სპექტაკლით ბრუნდება. მაყურებლებს თავისი ცხოვრებისა და ომის შესახებ ცნობისმოყვარეობას უღვიძებს, ამას გარდა, სხვების მოგონებებსა და ოცნებებს აგროვებს: აფხაზი ნაციონალისტები, მართმადიდებელი მღვდლები, სირიელი ლტოლვილები, ქართველი გლეხები და რუსი ჰიპები.
პოლიტიკური პროპაგანდის მიღმა, დოკუმენტური, მხატვრული და ანიმაციური კინოს შერწყმით, ფილმის ავტორი ცდილობს პოეტური პასუხი იპოვოს კითხვაზე, თუ რა არის სახლი და რას ნიშნავს სამშობლო?