ანდრეი ტარკოვსკი. კინო, როგორც ლოცვა

იტალია, რუსეთი, შვედეთი 2019 97 წუთი
  • რეჟისორი: ანდრეი ტარკოვსკი
  • ოპერატორი: ალექსეი ნაიდენოვი
  • მონტაჟი: მიხალ ლეზჩილოვსკი, ანდრეი ა.ტარკოვსკი
  • ხმა: ჯანფრანკო ტორტორა, Sud Sound Studios (რომი)
  • კომპიუტერული გრაფიკა: დმიტრი ანდრეევი
  • საპროდიუსერო კომპანია: Andrey Tarkovsky International Institute (Andrey A. Tarkovsky) Klepatski Production (Dmitry Klepatski) HOBAB (Peter Krupenin) Revolver (Paolo Maria Spina) Film på Gotland-ის მხარდაჭერითა და Toscana Film Commission-ისთან თანამშრომლობით
  • კომპიუტერული გრაფიკა: დმიტრი ანდრეევი
  • კინოჩვენების პლატფორმა: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
  • კინოჩვენების თარიღი: 2020-08-21
  • კინოჩვენების დრო: 23:30

კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორის, ანდრეი ტარკოვსკის ფილმები მსოფლიო კინემატოგრაფის შედევრებადაა აღიარებული. რეჟისორმა რვა კინოსურათი შექმნა, რომლებიც მისი შემოქმედებისადმი ინტერესს დღემდე აღვივებს. ფილმში თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ხელოვნებასთან მის დამოკიდებულებაზე, მოგონებებზე თავად რეჟისორი გვიამბობს.

უაღრესად იშვიათი აუდიოჩანაწერები განსაკუთრებულ ატმოსფეროში მიგვიძღვის, რომლის მეშვეობითაც მაყურებელი რეჟისორის მისტიურ სამყაროში მოგზაურობს. ფილმი შესაძლებლობას აძლევს მაყურებლებს, რომ დიდი რეჟისორის ცხოვრება და შინაგანი სამყარო სხვა პერსპექტივიდან შეიცნოს. ფილმში პირველად ისმის არსენი ტარკოვსკის, მე-20 საუკუნის რუსი მწერლისა და რეჟისორის მამის ლექსები, რომელთაც პოეტი თავად კითხულობს.

არსენის პოეზიას ოდითგანვე დიდი გავლენა ჰქონდა ანდრეის ფილმებზე, რაც მამისა და შვილის ძლიერ სულიერ კავშირს მოწმობს. ფილმი ეფუძნება ნაწყვეტებს ტარკოვსკის ფილმებიდან, იშვიათ ფოტოებსა და ვიდეომასალას, რაც გადაღებულია რეჟისორის სახლში, რუსეთში, შვედეთსა და იტალიაში...