სერგეი დვორცევოი 1962 წელს დაიბადა ყაზახეთში. მან დაამთავრა საავიაციო კოლეჯი უკრაინაში და რადიო ტექნიკური ინსტიტუტი ნოვოსიბირსკში.
აეროფლოტის რადიო ინჟინერიიდან გამომდინარე, სერგეიმ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა, სანამ მოსკოვში, განცხადებას ნახავდა რეჟისურისა და სცენარის წერის სწავლების მიმართულებით. სერგეის გადაღებული აქვს მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმები, რომლებსაც მსოფლიოს მრავალი პრესტიჟული კინოფესტივალის პრიზები აქვთ მოპოვებული, მათ შორისაა: DOK Leipzig (გერმანია);Visions du reel (ნიონი, შვეიცარია); Festival dei Popoli (ფლორენცია, იტალია), Cinema du Réel (პარიზი, საფრანგეთი) და მრავალი სხვა.
2008 წელს დვორცევოიმ გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ტიტა“, რომელიც ამავე წლის კანის კინოფესტივალზე Prix Un Certain Regard- ის გამარჯვებულია.
ფილმმა სხვა არაერთი კინოფესტივალის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის, ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა საუკეთესო რეჟისორის წოდება, ევროპული კინოაკადემიის მიერ კი, ნამუშევარი წლის აღმოჩენად დასახელდა.
მისი ბოლო ფილმი „აიკა“ (2018) რუსეთში ემიგრანტების სავალალო ცხოვრების შესახებ გვიყვება. ნამუშევარმა მთავარი როლის შემსრულებელს, სამალ ესლამიოვას, 2018 წლის კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მოუტანა.
მემონტაჟე ფილ ჯანდალი 20 წელზე მეტია რაც კინოინდუსტრიაში მოღვაწეობს. თავდაპირველად, ის მხატვრულ ფილმებზე მუშაობდა, მოგვიანებით კი დოკუმენტურ კინოსივრცეში გადმოინაცვლა.
რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმების, როგორებიცაა ციხის დები; დროის კვლა; მე ვარ სამუელი, პროდიუსინგის გარდა, ის ასევე მუშაობს როგორც rough-cut კონსულტანტი და რამდენიმე დოკუმენტური ფილმის შექმნაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული (გათავისუფლების დღე; სახლის თამაშები; რამდენად დიდია გალაქტიკა). მისი ბოლო ნამუშევარის პრემიერა ,,ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით’’, მია ჰალმეს რეჟისორობით, ჰელსინკის საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალზე - DocPoint Helsinki-ზე შედგება, 2021 წლის დასაწყისში.
შვედეთში მუშაობის მიუხედავად, მისი პროექტები მოიცავს, სერბეთს, კენიას, საფრანეთს, რუსეთს და ა.შ. ფილი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტრენინგსა და ვორკშოპს ესტუმრა, როგორც ტუტორი, სადაც ის რეჟისორებს საკუთარი კინოპროექტების განვითარებაში ეხმარებოდა და ატარებდა მასტერკლასებს პირველადი თრეილერის სწორად წარდგენისა და სცენარისა და მონტაჟის დახმარებით ამბის მოყოლის ოსტატობის შესახებ. ფილს ასევე აქვს თავისი ბლოგი, სადაც იგი დოკუმენტური კინოსა და ტექნოლოგიების შესახებ წერს და იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც, ევროპას ველოსიპედით შემოუვლის.
დანიელი ტუტორი და დოკუმენტური კინოს კონსულტანტი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით დოკუმენტური კინოპროექტების განვითარების, დაფინანსებისა და პროდიუსინგის მიმართულებით და ამავე დროს, საერთაშორისო პოტენციალის მქონე პროექტების დისტრიბუციიაში.
გიტეს პროდიუსერობით შეიქმნა 20-ზე მეტი საერთაშორისო საავტორო დოკუმენტური ნამუშევარი და სერიები, საერთაშორისო დისტრიბუტორებისა და საპროდიუსერო კომპანია First Hand Films-ისათვის (ციურიხი), სადაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კომპანიის ხელმძღვანელი და შემსყიდველი.
გიტეს მიერ წარმოებული ფილმები დოკუმენტურ კინოინდუსტრიაში ფართოდ ცნობილი და მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, ნამუშევრებს შორისაა:
„წარმოგიდგენთ პრინცესა შოუს“, იდო ჰაარის რეჟისორობით, 2016, ისრაელი ((POV, YES, Participants, Magnolia, SVT, VPRO, France TV, NHK, Against Gravity, RTS, CBC, VRT, Al Jazeera, Netflix), „ტანჯვის ხმა“, რეჟისორი კერენ შაიო, 2013, ისრაელი (YES, SRC CBS Canada, Al Jazeera, VRT, SRF, RSI, ZDF, Czech TV, DR, YLE, HBO, VPRO, SVT, Women Make Movies, Icarus), „იაჰას დაპირება“, რეჟისორები პატრიკ ფარელი, ქეით ო’კალაჰენი, 2017, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გამბია, (The Guardian, ORF, VRT, GNT, SRF, France TV, RTE, NRK, UR, TRT) და „ათასობით ჩემნაირი გოგო“, რეჟისორი სარა მანი, 2018, ავღანეთი, საფრანგეთი. (NHK, EBS, GNT, ORF, Steps, Al Jazeera, MUBI, UR, Women Makes Movies, RTS, RTBF).
გიტე ჰანსენი ასევე არის ლექტორი, მენტორი და ტუტორი ადგილობრივ, რეგიონულ, საერთაშორისო ვორკშოპებსა და დოკუმენტური კინოპროექტების განვითარებისაკენ მიმართულ ტრენინგებზე, როგორებიცაა: Close-up, IDFAcademy, DocCampus Master School, Baltic Sea Forum, Crossing Borders and Thessaloniki Doc.
კინოკრიტიკოსი და მკვლევარი ტუე სტინ მიულერი 1947 წელს დანიაში დაიბადა. 1975-1996 წლებში მუშაობდა დანიის ეროვნულ კინოსაბჭოში, კინომრჩეველის, ფესტივალის მენეჯერის, დისტრიბუტორისა და პრეს-მდივანის პოზიციებზე. ის გახლავთ ბალტიის კინო და სატელევიზიო ფესტივალის (Balticum Film and TV Festival), ევროკავშირის დოკუმენტური ქსელისა (Documentary of the EU) და Filmkontakt Nord-ის თანადამაარსებელი.
1996-2005 წლებში იყო ევროპული დოკუმენტური ქსელის დირექტორი და 2014 წელს, ორგანიზაციის მხრიდან დაჯილდოვდა ევროპულ დოკუმენტურ კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2006 წლიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასწავლის დოკუმენტურ კინოხელოვნებას და სტაბილურად აქვეყნებს სტატიებს ვებგვერდისთვის: lmkommentaren.dk.
ტუე სტინ მიულერს მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, Danish Roos Price 2004 წელს და 2019 წელს კი გადაეცა ორდერი 25 წლის განმავლობაში ლიტვურ კინოში შეტანილი წვლილისთვის.
ესტელი კომპანიების Point du Jour და Films du balibari-ის პროდიუსერია, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შემოქმედებითი დოკუმენტური ნამუშევრების წარმოებაზე, როგორც ფრანგული ისე საერთაშორისო ბაზრებისათვის. ესტელის პროდიუსერობით შექმნილი ნამუშევრები შერჩეული იყო ისეთი მნიშვნელოვანი კინოფესტივალების პროგრამისათვის, როგორებიცაა: IDFA, Visions du Réel, Hot Docs, CPH:DOX, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი და სხვა.
ესტელის ყურადღების ცენტრში შემოქმედებითი დოკუმენტური ნამუშევრები ექცევა, ისეთი ისტორიებით, რომლებიც ადამიანთა ჰუმანურობის, მათი არსის შესახებ მოგვითხრობს, საფრანგეთიდან, სერბეთიდან, კანადიდან თუ მსოფლიოს სხვა ნებისმიერი წერტილიდან. დაწყებული მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმით „სოფელი ქალების გარეშე“ (სრჯან სარენაკი), „უკანასკნელი თავშესაფარი“ (ოსმან სამასეკოუ) CPH:DOX-ის გამარჯვებულ ფილმამდე.
პარტნიორ კლარა ვულიერმოზთან ერთად, ესტელი Procireo-ის 2019 წლის გამოშვების გამარჯვებული პროდიუსერია, დოკუმენტური კინოს კატეგორიაში. ის ასევე EX ORIENTE და EAVE ვორკშოპების მონაწილეა და ასევე აქვს ისეთი ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, როგორებიცაა: PRODUIRE AU SUD, FIDADOC, EURODOC. სულ ახლახანს ესტელი EAVE CHANGE ვორკშოპზე მონაწილეობდა, ექსპერტის რანგში.
ელუმ შეუქრიფარი ბაფტაზე ნომინირებული პროდიუსერი და კურატორია, რომელიც პროდიუსერობასა და დისტრიბუციას უწევს დოკუმენტურ ნამუშევრებს საკუთარი კომპანიის ″Hakawati″-ის დახმარებით, სადაც სჯერათ, რომ კარგი ამბავი მის კარგად გადმოცემაში მდგომარეობს.
2015 წელს, მისი პროდიუსერობით შექმნილია რამდენიმე ცნობილი ნამუშევარი, მათ შორისაა: უხალისო რევოლუციონერი, სირიული სიყვარულის ისტორია, ჩრდილოელი სული (2012, 2015, 2018, შონ მაკკალისტერის რეჟისორობით), მორბენალი (2013, საიდ ტაჯი ფაროუქი), სიყვარულისა და კანონის შესახებ (2017, ჰიკარუ ტოდა), კუნძული (2018, სტივენ ისტვუდი), მაშინაც კი, როცა ვეცემი (2017, სკაი ნილი & ქეით მაკლარნონი) და აიოუნი (2020, იასმინ ფედა).
ელჰუმი ასევე ლონდონის კინოფესტივალის პროგრამის კურატორია და ასევე სხვა რამდენიმე კინოფესტივალის სელექციის პროცესში იღებს მონაწილეობას. დოკუმენტურ კინოს ის ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, ლონდონში და ასევე საერთაშორისო დონეზე ასწავლიდა, საქართველოდან ლიბანამდე, ეგვიპტისა და ტუნისის გავლით. 2016 წელს მას BFI Vision Award გადაეცა, 2018 წელს კი, Rise in Screen International’s-ის მიერ დასახელებულ Brit50-ის სიაში მოხვდა.