ბაშირი ზღვაში ცურვაზე ოცნებობს, მაგრამ ის უდაბნოს შუაგულში, ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პასპორტი არ აქვს, მას მნიშვნელოვანი შანსი ეძლევა: შეიძლება ნება დართონ და ესპანეთში, საზაფხულო ბანაკში წავიდეს. აუხდება თუ არა მას ზღვა...
ათწლეულების განმავლობაში იოლა ისე იქცეოდა, როგორც მისგან მოელოდნენ. ექვსი შვილის დედა და მოძალადე ქმრის ცოლი, მაკიაჟს გაიკეთებდა, ჩაიცვამდა ფერად ტანსაცმელს და ისე იქცეოდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ერთ დღესაც მასში დიდი გარდატეხა მოხდება, რა დროს...
შოთა ადამაშვილი საქართველოში ქანთრი მუსიკის ერთადერთი შემსრულებელია, რომელსაც ნაშვილში მის საოცნებო ცხოვრებას 10 000 კილომეტრი აშორებს. შთაგონება საკუთარ სამშობლოში უნდა იპოვოს, რაც მისთვის ერთგვარი შანსი იქნება, რომ ოცნებას მიუახლოვდეს....
ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ სონა თავის ქმარს, არმენს დაშორდა, იგივე მოხდა ჰოვანესისა და მისი საცოლის ჰასმიკის შემთხვევაშიც. ორივე წყვილი ისეთ სოციალურ წრეში ცხოვრობს, სადაც წარუმატებელი ურთიერთობები მოხშირდა, რომლებიც ერთი შეხედვით ბედნიერი ჩანდა. ...
ოცნების ქონა ძალიან ბუნებრივი და მარტივია ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ მისი მიყოლა, როცა მისი ახდენის არავის სჯერა, ცოტას ხვედრია. 9 წლის ლუკა ოცნებობს სცენაზე ავიდეს და იცეკვოს, რადგან ეს მისთვის ამ დიდ სამყაროში ადგილის დაკავების ერთადერთი გზაა....