დიდება დედოფალს

ავსტრია, საქართველო, სერბია 2020 80 წუთი
  • რეჟისორი: თათია სხირტლაძე
  • თანარეჟისორი: ანა ხაზარაძე
  • პროდიუსერი: ნინო ჩიჩუა, ანა ხაზარაძე, ლინდა იენსენი (1991 Productions), კარინ ბერგამერი (berg hammer film), ალექსანდერ დუმრაიხერ-ივანსენუ, ბადუ მინკი (Amour Fou Vienna), სარიტა მატიევიჩი (Playground Produkcija)
  • ოპერატორი: სებასტიან თალერი
  • მონტაჟი: პეტრა ზოპნეკი
  • ხმის დიზაინი: პაატა გოძიაშვილი
  • ხმის ეფექტები: ირაკლი ივანიშვილი
  • სცენარის ავტორები: ინა ივანჩეანუ, თათია სხირტლაძე
  • მუსიკა: ალექსანდრა ვრებალოვი
  • კინოჩვენების პლატფორმა: სასტუმრო სტამბა (მერაბ კოსტავას #14) | დასწრება თავისუფალია, ადგილები შეზღუდულია
  • კინოჩვენების თარიღი: 2020-09-04
  • კინოჩვენების დრო: 20:00

„დიდება დედოფალს“ არის ფილმი ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური ძალაუფლებისა და ემანსიპაციის სახეების არაორდინალურ წარსულსა და აწმყოზე: ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი. 60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წელიწადს, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს ეს ქალები განაგებდნენ. ცივი ომის ეპოქაში ამ ლეგენდარულმა მოჭადრაკეებმა რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორეს

ფილმი ნათელს ჰფენს ჭადრაკის ტიტულებს მიღმა არსებულ მათ ბიოგრაფიულ ქსოვილს: ახლა ისინი ჭადრაკის ყოფილი ვარსკვლავები არიან - ჩვეულებრივები და ექსცენტრულები, პედანტურები და თავისუფლები… დღეს კი მათი, როგორც ოლიმპიური გუნდის საერთო წარსული, მათ შორის არსებული მეტოქეობა და ჭადრაკისადმი თავდადებული სიყვარული აწმყოში განცდილი უწყვეტი თამაშია.