CinéDOC Teachers

Ira Dzirkvadze

Ira Dzirkvadze

ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას წალკის რაიონის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში. უძღვება სოციალურ საწარმოს „სასწავლო ცენტრი გუმბათი“, სადაც არის მასწავლებელი და ამავდროულად პროექტების ხელმძღვანელი.

Tsiuri Tediashvili

Tsiuri Tediashvili

ასწავლის სამოქალაქო განათლებას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში. ციური მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ერთვება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. მიღებული აქვს USAID-ის, ევროკავშირისა და შვედეთის განვითარების ფონდის გრანტები, რომელთა ფარგლებშიც შეძლო სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, განათლების კაბინეტის კეთილმოწყობა, პროექტის - „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის“ - განხორციელება.

განხორციელება. მოსწავლეებთან ერთად ხშირად აწყობს „მრგვალ მაგიდას“ და განიხილავს აქტუალურ საკითხებს. ციურის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებში.

Mariami Menabde

Mariami Menabde

ასწავლის სამოქალაქო განათლებას, მსოფლიო კულტურასა და მეწარმეობას რუსთავის მე-12 და 24-ე საჯარო სკოლებში. აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტში, რადგან თვლის, რომ ახალი და საინტერესო ინფორმაციის გაცნობა და მოსწავლეებთან მიტანა მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესის საინტერესოდ და შემეცნებითად გატარებისთვის.

Bernik Hovsepian

Bernik Hovsepian

ასწავლის სამოქალაქო განათლებასა და ქართულს, როგორც მეორე ენას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის 1-ელ საჯარო სკოლაში. ბერნიკი არის სამოქალაქო განათლების ფორუმის წევრი, 2015 წელს სამცხე ჯავახეთის სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგის ჯილდოს მფლობელი.

Shorena Pkhakadze

Shorena Pkhakadze

ასწავლის სახვით და გამოყენებით ხელოვნებას ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლაში, ამასთანავე არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. მოსწავლეებთან ერთად დააარსა „21-ე სკოლის კინოკლუბი“ და ინტელექტკლუბი.

შორენა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში, ტრენინგსა და სემინარში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე ნაშრომი ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

Temuri Sukashvili

Temuri Sukashvili

ასწავლის სამოქალაქო განათლებას, გეოგრაფიასა და ისტორიას მარნეულის მე-2 და მე-5 საჯარო სკოლებში. თემურისთვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება. სკოლაში მოსწავლეებთან ერთად შექმნა მედია კლუბი, სოციალური საწარმო და ახალი სივრცე - განათლების ბაღი სკოლის ეზოში.

Tamar Gabisonia

Tamar Gabisonia

ასწავლის მუსიკას ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლაში, ასევე ქუთაისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში. თამარი აქტიურად ერთვება სხვადასხვა პროექტებსა და კონფერენციებში, ორიენტირებულია სიახლეებსა და ახალ იდეებზე.

მოსწავლეებთან ერთად დააარსა „მუსიკალური წრე“, „კინოკლუბი“, მართავს ვიქტორინას „რა? სად? როდის?“, ახორციელებს სოციალურ და სასწავლო პროექტებს, სასკოლო ღონისძიებებს.

Lela Tsurtsumia

Lela Tsurtsumia

ასწავლის სამოქალაქო განათლებასა და ისტორიას გორის მე-12 საჯარო სკოლაში. არის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი მოქალაქეობისა და ჩვენი საქართველოს საგნების მიმართულებით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის დამფუძნებელი, საქველმოქმედო კლუბის - „LIONS CLUB” გორის პრეზიდენტი და დამფუძნებელი.

სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, სადაც გაეცნო სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემას. მისთვის მნიშვნელოვანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და გამოყენება სასწავლო პროცესში.

Megi Kurtanidze

Megi Kurtanidze

მეგი არის ქ. გორის N4 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და ამერიკის უნივერსიტეტსი სკოლის ისტორიის პედაგოგი.

Ana Kintsurashvili

Ana Kintsurashvili

ანა არის სკოლა ″ქორალის″ მათემატიკის მასწავლებელი, ფინანსური განათლების ტრენერი, საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის ck12.edu.ge ავტორ-კონსულტანტი, ″STEM მასწავლებელთა ასოციაციის″ თანადამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, მათემატიკის კლუბის ″პი″ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

განათლება პიროვნული ღირებულებების გარეშე არ წარმოადგენს ფასეულობას, კინოკლუბი დაგვეხმარება,დავფიქრდეთ საზოგადოებრივ საკითხებზე, გავიზიაროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა.

Meri Bezhuashvili

Meri Bezhuashvili

ასწავლის სამოქალაქო განათლებას გორის მე-7 საჯარო სკოლაში. მერი არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი და ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში საგნობრივი ექსპერტი მოქალაქეობის მიმართულებით.

Gvantsa Lursmanashvili

Gvantsa Lursmanashvili

ასწავლის შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს თბილისის 198-ე საჯარო სკოლაში.

გვანცასთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეების დახმარება გაკვეთილის პროცესში სრულფასოვნ და აქტიურ ჩართვაში. იყენებს არაფორმალურ აქტივობებს მოსწავლეების საზოგადოებაში ინკლუზია-ინტეგრაციისთვის.

Tamar Abramishvili

Tamar Abramishvili

ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას, სამოქალაქო განათლებას ბოლაჯურის საჯარო სკოლაში. თამარი არის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის მართვის ტრენერი, აქვს პროექტების მართვის გამოცდილება.

მისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მუშაობა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში და სიახლეებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. სწავლობს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

Nino Diasamidze

Nino Diasamidze

ასწავლის ქართულ ენასა და ლიტეატურას ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში, ასევე იყო რელიგიის ისტორიისა და კულტურის მასწავლებელი.

Nino Gabunia

Nino Gabunia

ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას ფოთის მე-3 საჯარო სკოლაში. ნინო არის საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრი, ქონსალთინგის პედაგოგთა კლუბის მონაწილე.

ნინოსთვის მნიშვნელოვანია ახალი გზებისა და საშუალებების ძიება სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისთვის. მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.

Maia Menabde

Maia Menabde

ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას ბათუმის მე-3 საჯარო სკოლასა და კერძო სკოლაში „შპს განათლება“. ბავშვებთან ერთად დაარსებული აქვს „მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი“ და სხვადასხვა აქტივობებით ცდილობს მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებას. აწყობს „ლიტერატურულ ბანაკებს“ და მონოლოგების კონკურსს - „8 წუთი, 8 ამბავი“.

არის ჟურნალ „მასწავლებლისა“ და ინტენეტგაზეთის mastsavlebeli.ge ერთ-ერთი ავტორი. არის მე-7 და მე-9 კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს თანაავტორი. მაია არის ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის კონკურსის - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ - გამარჯვებული და მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019-ის საუკეთესო ხუთეულის წევრი.

Jilda Khubua

Jilda Khubua

ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის 1-ელ საჯარო სკოლაში, ასევე, იყო სპეციალური მასწავლებელი.

ჯილდა მნიშვნელოვნად თვლის მოსწავლეებისთვის პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში დახმარებას, მათთვის ლიტერატურით ტკბობის სწავლებას, დამოუკიდებელ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობას, რისთვისაც აქტიურად გეგმავს ფორმალურ და არაფორმალურ აქტივობებს სკოლაში.

Natia Kurtanidze

Natia Kurtanidze

ასწავლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, ასევე, არის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი გორის მე-9 და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლებში. ხელმძღვანელობს „კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ ერთ -ერთ „ცოდნის ცენტრს“.

არის კომპანია Microsoft-ის ექსპერტ-მასწავლებელი და მასტერტრენერი, ელექტრონული საგანმანათლებლო პორტალების - Wakelet და Classdojo - სერტიფიცირებული ამბასადორი. შექმნილი აქვს მრავალი სტატია, სასწავლო რესურსი, საკონფერენციო მოხსენება. ნათია არის 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის ფინალისტი.

Zeinab Beridze

Zeinab Beridze

ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში, ამასთანავე არის სკოლის დირექტორი.

Diana Tsurtsumia

Diana Tsurtsumia

ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას ლესიჭინეს თემის 1-ელ საჯარო სკოლაში. ეძებს სიახლეებს, ქმნის არაფორმალურ სასწავლო გარემოს.

დიანასთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ურთიერთობა თავისუფალ სივრცეში და მათი სამყაროს გაზიარება.

Ekaterine Shvangiradze

Ekaterine Shvangiradze

ეკატერინე ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას ქ.სამტრედიის №1 საჯარო სკოლაში. ის არის წამყვანი მასწავლებელი და ბევრს მუშაობს პროფესიული განვითარებისთვის. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ურთიერთობა და მათთან ერთად მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში.

Mikheil Tskvitaia

Mikheil Tskvitaia

მიხეილი არის აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

Natia Purtseladze

Natia Purtseladze

ნათია ფურცელაძე ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის თბილისის კერძო სკოლა “ქორალში” 12 წელია. 2013 წელს მოსწავლეებთან ერთად დააარსა ლიტერატურული კლუბი წიგნიერი, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. 2017 წელს ნათია “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” 5 ფინალისტს შორის მოხვდა, 2019 წელს კი გაიმარჯვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონკურსში და ქართული ენისა და ლიტერატურის წლის საუკეთესო მასწავლებლად აღიარეს.

ცელაძე არის საგანმანათლებლო სტატიების ავტორი (ინტერნეტგაზეთი და ჟურნალი “მასწავლებელი”) და IX კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს თანაავტორი.

Shushana Tarieladze

Shushana Tarieladze

30 წელზე მეტია, რაც ასწავლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლაში.

Suzana Beridze

Suzana Beridze

ასწავლის სამოქალაქო განათლებას გორის „ამერიკის უნივერსიტეტის სკოლაში“, ასევე არის სათემო ორგანიზაციის - „წმინდა ილია მართლის სახელობის ცოდნი ცენტრი“ - დამფუძნებელი.

Tsitsino Gobadze

Tsitsino Gobadze

ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში. გახსნილი აქვს სოციალური საწარმო „გუმბათი“, რომლის მისიაა ქართველი და არაქართველი მოსახლეობის ინტეგრაცია და სხვადასხვა პროექტით განათლების ხელშეწყობა.

ხელშეწყობა. „გუმბათი“ 2020 წელს „სოციალური საწარმოს“ ჯილდოს მფლობელი გახდა. ციცინომ 2019 წელს გაიმარჯვა პროექტში „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ და ერთი კვირით გაემგზავრა ესტონეთში სასწავლო კურსზე, 2020 წელს იყო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი.

Eliso Vadakharia

Eliso Vadakharia

ელისო ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მე-3 საჯარო სკოლაში. ხელმძღვანელობს სკოლასთან არსებულ მკითხველთა კლუბ „ლოგოსს“.

არის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ექსპერტი/ქოუჩი და ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით.

Rusudan Gorgadze

Rusudan Gorgadze

რუსუდანი არის დაწყებითი საფეხურისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თბილისის 167-ე და ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის 173-ე საჯარო სკოლებში.

რუსუდანი ასევე არის Microsoft-ის ექსპერტ-ინოვატორი მასწავლებელი. აქტიურად ერთვება სხვადასხვა პროექტებში, განსაკუთრებით etwinning.net პლატფორმაზე და თანამშრომლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ პედაგოგებთან.

Nana Nikolashvili

Nana Nikolashvili

არის მასწავლებელთა პროფესიული ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების ტრენერი, ზოგადი განათლების რეფორმაში სამოქალაქო განათლების ქოუჩი, ზოგადი განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ექსპერტი. მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ტრენერის, ექსპეტის პოზიციებზე. არის აქტიური მოქალაქე და ეწევა საზოგადო საქმიანობას.

Ia Lursmanashvili

Ia Lursmanashvili

ია ასწავლის ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას მოხისის საჯარო სკოლაში. ია ასევე ჩართულია არაფორმალურ განათლებაში. 2015 წლიდან თანამშრომლობს USAID-თან და ″მომავლის თაობის″ პროგრამის ფარგლებში ჩამოვაყალიბა სამოქალაქო განათლების კლუბი ″ათინათი″.

კლუბმა გაიმარჯვა სხვადასხვა ნომინაციაში და გახდა საგრანტო პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული. 2016-2017 ჩართული იყო ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში - ″ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებს ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში″.

ისტორიის კონკურსში - ″მიგრაცია - ცხოვრება ახალი ფურცლიდან″ - მოსწავლეებთან ერთად დაიკავა მე-4 ადგილი. ასევე, Centropa ებრაული კულტურის სწავლების კონკურსში დაიკავა მე-4 ადგილი. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ორგანიზებულ რაიონულ და შემაჯამებელ კონფერენციებზე აქტიურად მონაწილეობს. 2022 წლიდან ჩართულია. სამოქალაქო განათლების ახალ პროგრამაში, ისევ USAID-თან პარტნიორობით.

Jilda Lomidze

Jilda Lomidze

ასწავლის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას და სამოქალაქო განათლებას. ჯილდა ჩართული იყო USAID პროგრამაში სამოქალაქო განათლების მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად განვახორციელა არაერთი პროექტი, მათ შორის ჩამოაყალიბა „მკითხველთა კლუბი“ და მოვიპოვა მცირე გრანტი, რისი საშუალებითაც სკოლის თანადაფინანსებით აღადგინა ბიბლიოთეკა და შეავსო ყველა საჭირო რესურით.

ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაფორმალურ განათლებას, რადგან მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების განვითარებისთვის.

Tea Lomitashvili

Tea Lomitashvili

თეა ლომიტაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია. სკოლაში შექმნა სამოქალაქო კლუბი ″გზამკვლევი″. თემის ახალგაზრდული კლუბის მოხალისე ლიდერია.2018 წელს დაჯილდოვდა პროგრამა ″მომავლის თაობის″ ფარგლებში ″შიდა ქართლის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წლის საუკეთესო მეურვის″ პრიზითა და სიგელით.

2020 წელს დაჯილდოვდა პროგრამა ″მომავლის თაობის″ ფარგლებში ″შიდა ქართლის რეგიონის სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებლის″ წოდებით. ხელმძღვანელობს პროექტს ″ეკოსკოლა″. ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელში E Twinning.

Lia Sartania

Lia Sartania

ასწავლის ინგლისურ ენას თბილისის 141-ე საჯარო სკოლაში. ლია მნიშვნელოვნად თვლის ინოვაციებს, მოსწავლეთა განვითარებას არა მხოლოდ საგნობრივად, არამედ პიროვნულად.

მისთვის პრიორიტეტია მოსწავლეთა ინტერესები და მათთან ერთად აქტიურად არის ჩართული eTwinning საერთაშორისო პროექტებში, რადგან ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე თანატოლებთან თანამშრომლობა მრავალმხრივ ნაყოფიერია ყველასთვის.

Christine Ghongadze

Christine Ghongadze

ქრისტინე არის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თბილისის 167-ე საჯარო სკოლაში და პროფესიული ასოციაცია ″სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის″ გუნდის წევრი.

ასევე, სამოქალაქო განათლების პროექტული სწავლებისთვის განკუთვნილი მასწავლებლების დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი.

Sofia Khvadagiani

Sofia Khvadagiani

სოფიო ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

ასევე არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი და სერტიფიცირებული ტრენერი.

Sofia Darjania

Sofia Darjania

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი. სოფოსთვის მასწავლებლობა არის უდიდესი ოპტიმიზმის გამოხატულება -- შესაძლებლობისა და გამოცდილების საინტერესო გზა.

აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის მიზნით. ამავდროულად, ახორციელებს საზაფხულო სკოლის პროექტს, რომელშიც არის პროექტის ტრენერი და მოდულების თანაავტორი.

Nino Chvaladze

Nino Chvaladze

ასწავლის ისტორიას სამტრედიის N 6 საჯარო სკოლაში. ხელმძღვანელობს მკითხველთა კლუბს - ″ოდისეა″. ნინოსთვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება და მოსწავლეთა მხარდაჭერა სასკოლო, სათემო და საზოგადოებრივ საქმიანობებში.

Dali Turmanidze

Dali Turmanidze

დალი ციხისძირის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელია. აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ და რეგიონალურ კონფერენციებში. 2020 წლიდან დაწყებითი განათლების მიმართულების ექსპერტია. სკოლაში მოსწავლეებთან ერთად ჩამოყალიბებული აქვს სამეცნიერო კლუბი „ახალგაზრდა მკვლევრები“, ტექნოლოგიური კლუბი „სმარტ ციყვები“, ჩართულია სხვადასხვა პროექტებში.

Fati Chaghalidze

Fati Chaghalidze

ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის საჯარო სკოლაში. დაჯილდოებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ღირსების სიგელით ″აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის″.

ფატიმ 2018 წელს გაიმარჯვა პროექტში ″მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ″ და ერთი კვირით იმყოფებოდა ესტონეთში სასწავლო კურსზე, სადაც გაეცნო ბალტიისპირეთის განათლების სისტემას. 2014 წლიდან გახლავთ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და გენდერული საბჭოს თავმჯდომარე. გავლილი აქვს ″ნიმდის″ პოლიტიკური და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებთან არაფორმალურ მუშაობაში.

Manana Khubua

Manana Khubua

მანანა ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას სოფელ კოკის საჯარო სკოლაში, ასევე არის ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე.

Diana Pipia

Diana Pipia

ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლაში. არის ლუტერატურის მოყვარულთა კლუბისა და კინოკლუბის ხელმძღვანელი. აქტიურად არის ჩართული ტრენინგებსა და სემინარებში.

Nino Zirakadze

Nino Zirakadze

ასწავლის სახვით და გამოყენებით ხელოვნებას ქ.ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში. ნინო არის სასკოლო კურიკულუმის განვითარებისა და მხარდაჭერის ექსპერტი და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი. მოსწავლეებთან ერთად ჩართულია სხვადასხვა პროექტში და ახორციელებს საინტერესო აქტივობებს ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში.

Nana Gorgadze

Nana Gorgadze

ნანა ასწავლის ქართულ ენას და ლიტერატურას ხანდოს საჯარო სკოლაში. ჩართულია საგანმანათლებლო პროექტებში და არაფორმალურ განათლებაში. მოსწავლებთან ერთად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებს აქტუალურ საკითხებზე.

მაგალითად, ნანას მოსწავლეებთან ერთად დაორგანიზებული აქვს დასუფთავების აქცია, გადაღებული აქვს ვიდეორგოლი -„არა ფოიერვერკს!“, მიღებული აქვს მონაწილეობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენაში - „ეს წალკაა“.

Diana Tsulukidze

Diana Tsulukidze

დიანა წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში ასწავლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს. არის მოწვეული პედაგოგი „ასწავლე საქართველოს პროექტიდან“, რომლის მიზანია მაღალმთიან სოფლებში შეავსოს კადრების დეფიციტი.

დიანა სკოლაში ცდილობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას და მოსწავლეთა ცხოვრების გამრავალფეროვნებას, მოტივაციის ამაღლებასა და სამომავლო ცხოვრებისთვის მომზადებას

Ia Dzirkvadze

Ia Dzirkvadze

ია ასწავლის დაწყებით კლასებს სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში. არის სკოლის დაწყებით საფეხურზე არსებული კლუბ ″ოაზროვნეების″ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

იასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ემოციური მდგომარების გათვალისწინებაა და მისი მიზანია, ბავშვები ბედნიერები მიდიოდნენ სახლში, სიხარულით ბრუნდებოდნენ სკოლაში. მთავარ აქცენტს აკეთებს დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე.

Nino Antadze

Nino Antadze

ნინო ანთაძე, სსიპ-წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას. მნიშვნელოვნად მიაჩნია არაფორმალური განათლება, მოსწავლეებთან ერთად ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში.

Nona Khmaladze

Nona Khmaladze

ნონა არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი. სკოლაში ხელმძღვანელობს ეკოკლუბს. აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროექტებში და არის წამყვანი ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“.

Lali Margiani

Lali Margiani

ლალი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის სომხურ-აზერბაიჯანული სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელია, პროგრამის ″არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა″ კონსულტანტია. 2022 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი გახდა. სხვადასხვა სასწავლო პროექტების ავტორია. ხელმძღვანელობს ციფრულ, ეკო,ხელოვნების კლუბებს.

Lia Nandoshvili

Lia Nandoshvili

ასწავლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მაღაროს საჯარო სკოლაში. ლია ბევრს მუშაობს პროფესიულ განვითარებაზე და ცდილობს თითოეული გაკვეთილი მოსწავლეებისთვის აქციოს ზეიმად, დაუვიწყარ კადრებად რომ შემორჩეს მათ მეხსიერებას.

Natia Dvalishvili

Natia Dvalishvili

ნათია ასწავლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ქალაქ ვანის მე-2 საჯარო სკოლაში.

Tamar Bezhuashvili

Tamar Bezhuashvili

თამარი ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. სკოლაში არის სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი. ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ და სასკოლო პროექტებს.

მონაწილეობს ადგილობრივ და ეროვნულ კონფერენციებში. დასახელდა საუკეთესო კლუბის ხელმძღვანელად და არის საფრანგეთში ფრანგულ ენაზე გამოცემული საქართველოს ისტორიის საბავშვო წიგნის თანაავტორი.

Medea Benashvili

Medea Benashvili

მედეა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სკოლა ,,ქორალში“. თვლის, რომ ლიტერატურა მოზარდებს ცხოვრებისთვის მომზადებაში ეხმარება. შესაბამისად, ეხმარება მოსწავლეებს წიგნიერების კომპეტენციის გაუმჯობესებაში.

რამდენიმე წელია მისი მოსწავლეები მონაწილეობენ ,,ყველაზე წიგნიერის“ პროექტში. მოიპოვეს ყველაზე წიგნიერი გუნდის სტატუსი. აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტრენინგებსა და სასკოლო აქტივობებში.

Eka Tsulukidze

Eka Tsulukidze

ეკა მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. აქტიურად არის ჩართული სასკოლო კლუბების განვითარების საკითხში.

უძღვება კლუბს - ,STREAM კლუბი“ - რომელიც STEM განათლების დანერგვას ისახავს მიზნად. ეკა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის ფინალისტია და 2017 წლის „მწვანე ჯილდოს“ მფლობელია.

დაფუძნებული აქვს სათემო ორგანიზაცია „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები“, ქალთა სოციალური საწარმო „მზეკო“ და ფარის ახალგაზრდული და ინოვაციური ცენტრი. ეკა არის STEM მასწავლებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

Gita Cholabeishvili

Gita Cholabeishvili

გიტა ასწავლის დაწყებით კალსებს თბილისის 168-ე და 107-ე საჯარო სკოლებში. 2017 წელს მოსწავლეებთან ერთად დააარსა მკითხველთა კლუბი „წიგნიერი“, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. 2022 წელს კი მისი ინიციატივით შეიქმნა ლიტერატურული წრე „ცეროდენები“ (მესამეკლასელთათვის).

2021 წელს გიტა “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” 5 ფინალისტს შორის მოხვდა. ამჯერად არის საგანმანათლებლო სტატიების ავტორი ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-სა და ჟურნალ “მასწავლებელში”.

Nugzar Sadikov

Nugzar Sadikov

Gela Sajaya

Gela Sajaya

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. რამოდენიმე სასკოლო კლუბს ხელმძღვანელობს მოსწავლეებთან ერთად.

დიდ ყურადღებას უთმობს არაფორმალურ განათლებას, რადგან მიაჩნია, რომ ხელს უწყობს მოსწავლეთა შესაძლებლობების გახსნას და ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფორმალური განათლებისა და საზოგადოებაში უკეთესად ინტეგრირებისთვის.

Mariam Sichinava

Mariam Sichinava

მარიამი ასწავლის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას. ცდილობს, რომ მოსწავლეებთან ერთად მეტი დრო გაატაროს არაფორმალურ გარემოში, როგორებიცაა “მკითხველთა კლუბი”, “კინო კლუბი “, “ხელოვნების კლუბი“.

მარიამისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს შეუქმნას მაქსიმალურად ,კომფორტული და თავისუფალი სასწავლო გარემო.

Tinatin Giorgadze

Tinatin Giorgadze

თინათინი ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ექსპერტია.

თინათინმა მოსწავლეებთან ერთად ჩამოაყალიბა მკითხველთა კლუბი ”მაცნე” და მოყვარულთა თეატრალური დასი, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეები ეცნობიან ლიტერატურას, ფილმებს, მართავენ დისკუსიებს, წარმოადგენენ სპექტაკლებს. თინათინი აქტიურად ერთვება და რთავს მოსწავლეებს სკოლის მიღმა აქტივობებშიც. ის არაერთი კონკურსის გამარჯვებულია: ”მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ”, ”100 ლექცია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე”, ”სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება სკოლის მოსწავლეებისათვის” და სხვა.

Tamta Jijavadze

Tamta Jijavadze

თამთა ასწავლის ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“.

Nana Bibichadze

Nana Bibichadze

ასწავლის ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში. მოსწავლეების ინიციატივით და აქტიური მონაწილეობით გეგმავს სკოლის ბაზაზე და სკოლებს შორის სხვადასხვა ტიპის პროექტებს, კვლევებს და საგანმანათლებლო აქტივობებს.

გამარჯვებულია UNICEF მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომელთა ფარგლებშიც შეძლო სკოლებს შორის ბავშვის უფლებათა კლუბების-ჰაბის დაარსება და დღემდე პარტნიორული თანამშრომლობა აქვს ამ სკოლებს შორის. ასევე, სხვადასხვა გრანტების ფარგლებში შეძლო სამოქალაქო კლუბის კაბინეტის კეთილმოწყობა. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში, ტრენინგსა და სემინარში. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე ნაშრომი.

Eka Kobiashvili

Eka Kobiashvili

ეკა თელავის მე-6 საჯარო სკოლაში ასწავლის ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას. არის ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრი.

მიღებული აქვს 2014 წლის სამოქალაქო განათლებლის წარმატებული მასწავლებლისა და 2015 წლის კახეთის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოები. სკოლაში ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლების კლუბს, მასთან არსებულ ეკოკლუბს და ისტორიის მოყვარულთა კლუბს.

ეკას მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, აკადემიური და სოციალური უნარების განვითარებას ფორმალური და არაფორმალური განათლებით. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში, ტრენინგებსა და სემინარებში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სამეცნიერო ჟურნალებში.

Nona Papunashvili

Nona Papunashvili

ნონა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. თვლის რომ მოსწავლეთა ხელშეწყობა ცოდნის აგებასა და სტრუქტურირებაში პროექტებით სწავლებისა და კლუბური მუშაობის საშუალებით ძალიან ეფექტურია.

Lali Santeladze

Lali Santeladze

ლალი დაწყებითი კლასების მასწავლებელია ამბროლაურის 1-ელ საჯარო სკოლაში. უყვარს მოსწავლეებთან ურთიეთობა და მუდამ ცდილობს საინტერესო იყოს სასწავლო პროცესი, მიიღონ ბავშვებმა მონაწილეობა საგანმანათლებლო პროექტებში.

აქტიურად არის ჩართული eTwining-ის პლატფორმაზე. წარმატებით თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან.

Ketevan Dzagnidze

Ketevan Dzagnidze

ასწავლის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის ქართული ენასა და ლიტერატურას. ქეთევანი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი და მაიკროსოფტის ინოვატორ მასწავლებელი.

Nelli Kakhuberashvili

Nelli Kakhuberashvili

ნელი სვენეთის საჯარო სკოლაში ფიზიკა-მათემატიკას ასწავლებელის. ნელი არის USAID საბაზისო განათლების პროგრამის ლიდერი მასწავლებელი. სკოლაში ჩამოყალიბებული აქვს STEM კლუბი ”TELSTAR”. კლუბი აქტიურად არის ჩართული STEM მიმართულებით საერთაშორისო კონკურსებში.

Salome Lomidze

Salome Lomidze

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლაში ასწავლის ქართულს, როგორც მეორე ენას. 10 წელია მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ″არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა″ კონსულტანტ-მასწავლებლად.

ზრუნავს კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე და სკოლაში არაფორმალური განათლების ფართოდ დანერგვაზე, რადგან იგი ორიენტირებულია მოსწავლის ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სოციუმთან ინტეგრირებისა და პიროვნული ზრდისთვის.

Nino Vashalomidze

Nino Vashalomidze

ნინო ვაშალომიძე დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელია, ასწავლის ქალაქ ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში.

ნინო არის სსიპ -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, დაწყებით საფეხურზე ,საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით (მე და საზოგადოება, ჩვენი საქართველო) საგნობრივი ექსპერტი; ბათუმის მასწავლებელთა სახლის განათლების დაწყებითი საფეხურის ტრენერი; ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი;

მასწავლებელთა პროფესიული განვითერების ეროვნულ ცენტრში ბილინგვური სწავლების მასწავლებლებისთვის საგან „მე და საზოგადოების“ ტრენერი. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო, ეროვნულ კონფერენციებსა და ფორუმებში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები გაზეთ „ახალი განათლებაში“, ინტერნეტგაზეთში „mastsavlebeli.ge“ . დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის შექმნილი აქვს დამხმარე რეკომენდაციების კრებული.

Tamar Kobzonadze

Tamar Kobzonadze

თამარი ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოსტანის საჯარო სკოლაში. არის წამყვანი მასწავლებელი, „რაჭის სათემო ორგანიზაციის“ ტრენერი, 2015 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი.

სკოლაში ჩამოაყალიბა მკითხველთა კლუბი „პაპირუსი“ და აქტიურად ხელმძღვანელობს მას. აწყობს ლიტერატურულ კაფეებს ბავშვებთან ერთად, მიღებული აქვს ევროკავშირის მიკროგრანტი კლუბის საქმიანობის წარმართვისათვის. მონაწილეობს სხვადასხვა კონფერენციაში.

Maka Gagoshidze

Maka Gagoshidze

მაკა ასწავლის მათემატიკას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში. აქტიურად ერთვება სხვადასხვა პროექტებში.

არის USAID საბაზისო განათლების პროგრამის ლიდერი მასწავლებელი. ანხორციელებს STEAM პროექტებს. ჩართულია eTvining-ის საგანმანათლებლო ქსელში.

Irma Davitadze

Irma Davitadze

ირმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წინსვლის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. 2019 წლიდან თანამშრომლობს მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნულ ცენტრთან. ხელმძღვანელობს მხატვრულ- შემოქმედებით კლუბს ″ხმა მომავლისა″.

Khatuna Ghlonti

Khatuna Ghlonti

ხათუნა არის პროგრამა,,ასწავლე საქართველოსთვის ‘’კონსულტანტ-მასწავლებელი. ასწავლის რუსულ ენას ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხოფურის საჯარო და ვანის მუნიციპალიტეტის სულორის საჯარო სკოლებში.

მისთვის მთავარი პრიორიტია, საგნის სწავლებასთან ერთად, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლაში. უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, გამოწვევები და სასკოლო ცხოვრება.

Sofia Kukhilava

Sofia Kukhilava

სოფიო ქუხილავა,წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრი.რაიონული, ყოველწლიური კონკურსების ორგანიზატორი. ″The best in English″ ″მდგრადი სკოლა″ სათემო აქტივისტთა კლუბის ″ახალგაზრდები მომავლისთვის″ დამფუძნებელი. მედიაწიგნიერების კლუბის ″ინოვატორები″ ხელმძღვანელი.

ეკო კლუბის ″დედამიწელები″ ხელმძღვანელი. პროექტის ″მოგზაური წიგნები″ თანაავტორი. სასკოლო სტარტაპის თანადამფუძნებელი. მომხსენებელი რაიონულ და საერთაშორისო კონფერენციებზე.

Nazi Katamadze

Nazi Katamadze

ნაზი ქათამაძე ასწავლის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა სამების საჯარო სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას, ამერიკისმცოდნეობას, XIX-XXსაუკუნეების დასავლურ ლიტერატურას. თვლის ,რომ არაფორმალურ განათლებას დიდი წვლილი მიუძღვის მოსწავლეთა ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში.

Manna Mikawa

Manna Mikawa

Nato Shainidze

Nato Shainidze

ვასწავლი სახვით და გამოყენებით ხელოვნებას სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლაში და ბათუმის #23 საჯარო სკოლაში.

Maya Chachkhiani

Maya Chachkhiani

მაია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი და მათემატიკის წამყვანი მასწავლებელია. მაია ასევე არის: გაეროს ბავშვთა ფონდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, CK-12-ის საერთაშორისო ფონდისა და განათლების კოალიციის ერთობლივი პროექტის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 საქართველოში - კონსულტანტ-მასწავლებელი;

″STEM მასწავლებელთა ასოციაცია″ და ″ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University″ STEAM მიმართულების საგნების მასწავლებლებისთვის გამოცხადებულ პროექტში - ″STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი″-ის ათეულის წევრი;

ათასწლეულის ფონდი საქართველოში აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „STEM მენტორების კურსის“ მონაწილე; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მათემატიკის საგნობრივი ექსპერტი;

Inga Kakhadze

Inga Kakhadze

ინგა ასწავლის ინგლისურ ენას ხულოს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის სკოლაში: დიოკნისის საჯარო და ტაბახმელის საჯარო სკოლებში.

მუდამ ცდილობს ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარებას, ამიტომ აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტებში, სადაც მოსწავლეები დატვირთული იქნებიან მრავალფეროვანი აქტივობებით. ჩამოყალიბებული აქვს სასკოლო კლუბები და სასწავლო ცენტრი ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული გარემოთი.

Irma Shengelia

Irma Shengelia

ირმა სამტრედიის 8-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელია. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესები, მათთან ურთიერთობა და თანამშრომლობა.

Marianna Artmeladze

Marianna Artmeladze

მარიანა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია. მისი პროფესიული საქმიანობის მთავარი მიზანი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა.

Mzago Gogatishvili

Mzago Gogatishvili

მზაღო სახვით და გამოყენებით ხელოვნებას ასწავლის ხაშურის რაიონის სოფელ გომის საჯარო სკოლაში.

Manana Kituashvili

Manana Kituashvili

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წამყვანი პედაგოგი, ასწავლის ველისციხის საჯარო სკოლაში.

აქვს ხუთწლიანი გამოცდილება პროექტ ″კინო სკოლაში″ მისიონერად მუშაობის. თვლის რომ არაფორმალური სწავლება მეტად სახალისოს და პროდუქტიულს ხდის სასწავლო პროცესს.

Irma Guraspashvili

Irma Guraspashvili

ირმა არის ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის 173- საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მეცნიერებათა დოქტორი, მენტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მე-11 კლასის მასწავლებლის წიგნის თანაავტორი.

Naili Mdinaridze

Naili Mdinaridze

ნაილი არის დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების პედაგოგი, დირექტორის მოადგილე, სამოქალაქო კლუბის მეურვე 2010 წლიდან.

Nariman Melikidze

Nariman Melikidze

ნარიმან მელიქიძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის სომხურენოვანი საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელია. მისთვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება. იგი სახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.

Anna Dzidziguri

Anna Dzidziguri

ანა ათ წელზე მეტია პროგრამა ″არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის″ ფარგლებში ასწავლის სახელმწიფო ენას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პატარა სოფელში. მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს არაფორმალურ განათლებას, ახორციელებს მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს და ცდილობს სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს მათ.

ანასთვის შთამაგონებელია მალალა იუსუფზაის სიტყვები - ″ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო″.

Nino Psuturi

Nino Psuturi

ნინო ასწავლის ბიოლოგიასა და მეწარმეობის საფუძვლებს ქ.გორის მე-8 საჯარო სკოლაში. ნინოსთვის ფორმალურ განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართვა არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა სახის აქტივობებსა თუ პროექტებში.

მას აქვს მოსწავლეებთან ერთად დაარსებული სტარტაპი „ჰერბა-დარგე ემოცია“ არის რამდენიმე კლუბის მეურვე, მათ შორის დებატებისა და კინოკლუბის. ის ბიოლოგიის საგნობრივი ექსპერტ კონსულტანტია, მუშაობს მასწავლებლებთანაც და ეხმარება მათ პროფესიულ განვითარებაში.ნინო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულია.

Maya Loria

Maya Loria

მაია ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელია სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლაში. ასწავლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. სკოლის თვითმართველობასთან ერთად ხელმძღვანელობს შემოქმედებით კლუბ ″სიტყვის თეატრს″, რომელსაც საკუთარი ლიტერატურული ალმანახი აქვს - ″მორჩი კეთილი″, ხოლო 2017 წლიდან არის კურატორი ეკოკლუბისა ″ხეთა მონაღვლენი″.

მაიასთვის სასწავლო პროცესი შემოქმედებითი პროცესია, რომლის მთავარი მონაწილე ბავშვია.არაფორმალურ გარემოს თავისუფალ სივრცედ მიიჩნევს, რომელიც საშუალებას აძლევს თანაზიარი ხდები იმ სასწაულის, რომელსაც მოსწავლეების პიროვნებად, მოქალაქედ დაბადება ჰქვია.