Internship program NOOSFERA Foundation

ორგანიზაცია NOOSFERA Foundation აცხადებს სტაჟირების ორთვიან პროგრამას უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.

აიპ NOOSFERA Foundation-ი მრავალ საერთაშორისო პროექტს უწევს ორგანიზებას, მათ შორისაა: CineDOC-Tbilisi საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი, CineDOC-Tbilisi-ს საზაფხულო სკოლა კინოპროფესიონალებისთვის, საგანმანათლებლო კინოჩვენებები საქართველოს რეგიონებში, მედიატრენინგები და სხვა.

აღნიშნული სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის პროექტების საორგანიზაციო სამუშაოებში და განივითარონ უნარები სხვადასხვა მიმართულებით. სტაჟირების პროგრამის ანაზღაურებაა თვეში 350 ₾.

სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატებს გადაეცემათ სერტიფიკატი და შესაძლებლობა მიეცემათ მომავალში ჩაერთონ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში.

NOOSFERA Foundation-ი გთავაზობთ:

- საინტერესო შემოქმედებით სამუშაო გარემოს
- კომუნიკაციის უნარების განვითარებას
- ცოდნის გაღრმავებას სოციალური მედიის მიმართულებით
- სხვადასხვა ტექნიკური პროგრამის ათვისებას
- კინოჩვენებების ორგანიზებაში ჩართულობას
- დისკუსიების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას

NOOSFERA Foundation ელის კანდიდატებისგან:

- კულტურულ/საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილებას
- კომუნიკაბელურობასა და გუნდური მუშაობის გამოცდილებას
- სამუშაო პროცესში დამოუკიდებლად აზროვნების უნარსა და ინოვაციურ ხედვას
- ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მიმართულებით ინტერესსა და პრაქტიკულ მიდგომას
- პუნქტუალურობასა და დროის პრიორიტეტულად გადანაწილების უნარს
- ინგლისური ენის საფუძვლიან ცოდნას
- სხვადასხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად

კონკურსში მონაწილეობისათვის გთხოვთ შემდეგ მეილზე გამოაგზავნეთ: officenoosfera@gmail.com

1. სამოტივაციო წერილი თუ რატომ გსურთ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება (გთხოვთ ყურადღება გაამახვილოთ ორმხრივ ინტერესზე - რატომ ფიქრობთ

რომ ეს პროგრამა თქვენთვის სასარგებლო იქნება და რას შესძენთ თქვენი მხრიდან ორგანიზაციას?).

2. აღწერეთ მოკლედ რა როლი აქვს კულტურას განათლებაში და როგორ შეიძლება აუდიო-ვიზუალური ინდუსტრიის (მაგალითად: დოკუმენტური ფილმების) ინოვაციური გამოყენება განათლებაში?

3. დეტალური CV (მსგავსის არსებობის შემთხვევაში, დაურთეთ სოციალური მედიის მიმართულებით გამოცდილება და პროგრამების ცოდნა).

სტაჟირების პროგრამა ნაწილობრივ დისტანციურად გაიმართება გამომდინარე ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობისა.

განაცხადების მიღების დედლაინი: 5 თებერვალი 2021. officenoosfera@gmail.com